Saturday, May 21, 2011

რა არის ICT-ი??

ICT არის ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგია.ეს კურსი ემსახურება ეთიკურ,ინფორმაციული,კანონ-მორჩილი და ტექნოლოგიური მიღწევების ეფექტიანად გამოყენების უნარის მქონე პიროვნების აღზრდას.პიროვნებისა,რომელიც შეძლებს ინფორმაციის დამოუკიდებლად მოპოვებას,მართვას,მის დამუშავებას,შეფასებას,ანალიზს და მასზე დაყრდნობით გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღებას.ICT შეიქმნა სახელმწიფოსა და საზოგადოების მიზნებიდან,მოთხოვნებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე.როგორც ადამიანის აქტივობის,საქმიანობის ნებისმიერ სხვა სფეროში იცტ-ის მოხმარებისა და გამოყენების თვალსაზრისით ჩვენი საზოგადოებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.ICT-ი სულ უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებს მსოფლიო ქვეყნების განვითარებასა და კონკურენტუნარიანობის გაზრდაში.მაასთან,მას განსაკუთრებული ფუნქცია ენიჟება განვითარებადი სახელმწიფოების ეკონომიკური ზრდისა და სიღარიბის დაძლების კუთხით.გლობალური ეკონომიკური კრიზისის პერიოდში კი ინოვაციური საქმიანობის სამომავლო სტიმულირებაში ICT-ის პოტენციალი განსაკუთრებით დიდია, იმდენად რამდენადაც მას უმნიშვნელოვანესი როლის შესრულება შეუძლია.ICT-ის სწავლება რა მოიაზრება სასწავლო დისწიპლინებიდან დამოუკიდებლად,მათი კონტექსტიდან განცალკევებით.ICT-ის სასწავლო გეგმის რეალიზება უნდა მოხდეს ყოველ ცალკეულ სასწავლო დისწიპლინაში.ამ ინსტრუმენტით შესაძლებელია ძირითადი სასწავლო დისწიპლინების ერთმანეთთან ეფექტური ინტეგრაცია.

  სკოლების კომპიუტერიზაციის ფონზე სულ უფრო შესაძლებელი ხდება საიინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ჩართვა სასწავლო პროცესში.საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სწავლების პრიორიტეტია ამ ტექნოლოგიების გამოყენებისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების განვითარება მოსწავლეებში.ამიტომ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები არ არის გამოყოფილი ცალკე საგნობრივ ჯგუფად და მიეკუთვნება ეგრეთწოდებულ გამჯოლ სასწავლო პრიორიტეტებს.

No comments:

Post a Comment